რუსთავის N17 საჯარო სკოლამ ქართული ენის დაცვის დღე ორიგინალურად აღნიშნა. მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის დაამზადებინეს მაისურები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების წარწერებით.
რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდნენ. საკვირაო წირვის შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მოსწავლეები დალოცა
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები