თბილისის N106 საჯარო სკოლაში „სუპერ კლასების“ მონაწილეობით დაფა შეიქმნა.
„Izrune.ge შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით სკოლას, ბავშვს და ოჯახს ეფექტურად აახლოებს და ქვეყანას წარმატებულ, განათლებულ და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მომავალს უზრდის.
პორტალი ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტებით ბავშვებს სწავლის სტიმულს აძლევს და წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს.
ჩვენი წარმატებული სკოლის ლიდერი ხელმძღვანელის ეფექტური მუშაობის, პროფესიონალი პედაგოგების, პროგრესულად მოაზროვნე მშობლების ერთიანობითა და მოსწავლეთა მონდომებით, უკვე დაწყებითი საფეხურის 10 კლასი ,,სუპერ კლასის“ ტიტულს ატარებს. დირექტორის გადაწყვეტილებითა და მშობელთა თანადგომით გაკეთდა სტენდი, პროექტ Izrune.ge-ს ,,სუპერ კლასები“, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა სკოლის ფოიეში. ბატონი თენგიზ გულორდავა თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და უფრო მეტს გაუჩნდება სურვილი შეუერთდეს izrune. Ge-ს დიდ ოჯახს. Izrune. Ge- სთან ერთად სწავლის
პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან სავარჯიშო და თვის ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ შემაჯამებელ ტესტებს. Izrune. Ge - ჩვენზე მზრუნველია“,-ნათქვამია თბილისის N106 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზვნილ ინფორმაციაში.