გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი ჩატარდა.
პირველი ეტაპის წარმატებული მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. „ეტალონის“ პედაგოგი ნანა დონდოლაძე გახლავთ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, 2018-2019 სასწავლო წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
იხილეთ ფოტოები