ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ჩატარებულ მხატვრული კითხვის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე პირველადგილოსანი თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ანა ნაკაშიძე გახდა, მეორე ადგილი კი მე-7 კლასის მოსწავლე ზეინაბ აკვაზბამ მოიპოვა.
სკოლა და გამარჯვებულთა პედაგოგები ინგა მამულაძე და გულიკო თურმანიძე ამაყები არიან თავიანთი მოსწავლეების წარმატებით.
იხილეთ ფოტოები