15 სექტემბერს, ხუნწის საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით „ცოდნის ზეიმი“ ჩატარდა.
მისასალმებელი სიტყვით სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა გამოვიდა. მან სკოლისა და კლასგარეშე აქტიურ და წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
პირველკლასელები აქტიურად ჩაებნენ ღონისძიებაში. მოსწავლეებმა იმღერეს და წაიკითხეს ლექსები.
დირექტორმა პირველკლასელებს კომპიუტერები და უფასო სახელმძღვანელოები დაურიგა.