აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლამზირა ფიფიას ორგანიზებით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს.
იხილეთ ფოტოები