სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები თქვეს, იმღერეს და იცეკვეს. საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.