თბილისის N154 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და წაიკითხეს ლექსები.
„ტკივილიანი დღის გახსენება არ ყოფილა მხოლოდ სტატისტიკა და მშრალი ინფორმაციული კოლაჟი, აქ იყო დიდი ემოციაც! პროექტის მიზანი? ზოგჯერ გაწერილი მიზნები იმ მიზანს უკარგავს ქმედებას, რომელიც დიდ სიყვარულზე უნდა იგებოდეს“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები