"აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა" - ასე აღინიშეს ჩოხატაურის რაიონ ერკეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილი.
ღონისძიებაზე პედაგოგები სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილების ხსოვნას.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: