ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ყოროლისთავის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის - ,,მომავლის იმედი“ წევრებმა 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება - ,,მე მტკივა 9 აპრილი“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, ვიდეოკოლაჟი - „რა მოხდა ცხრა აპრილს“ მოამზადეს, ინფორმაციები მოიძიეს და პრეზენტაცია - „9 აპრილი გზა თავისუფლებისაკენ“ მოამზადეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ნახატების გამოფენა გამართეს, 9 აპრილს დაღუპულ გმირებს მემორიალური დაფა მოუწყეს, რომელიც ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობნენ კლუბის მეურვე პედაგოგი ნაზი ასამბაძე და ისტორიის მასწავლებელი როლანდ ბრუნჯაძე.
იხილეთ ფოტოები