შოთა რუსთაველის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მხარდაჭერით პროექტი ,,ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ განხორციელდა.
პროექტში თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სამი მოსწავლე საქართველოს მასშტაბით 20 ფინალისტს შორისააა. ესენი არიან: XI კლასის მოსწავლეები: თეკლა სიგუა, მარიამ შეყლაშვილი და ანი ჩხიროძე.
ფინალისტი მოსწავლეები კაჭრეთში, ორდღიან სემინარზე გაემგზავრებიან.
თბილისის N165 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები