სოჩხეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილი გაიხსენეს
15-04-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ სოჩხეთის სჯარო სკოლაში 8 აპრილს, ისტორიის მასწავლებელ გულოვან გოჩელაშვილის ხელმძღვანელობით სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი გმირები და წარმოადგინეს პრზენტაციები 9 აპრილის თემატიკაზე.


წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203