მარნეულის მუნუციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოწაფეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიაში ერთ თარიღთან შერწყმული ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და საბჭოური მარწუხებისგან იხსნა!
„დღე მწუხარების და დღე თავისუფლების! - ასე გააცნეს 9 აპრილი მოსწავლეებმა მსმენელებს და ბოლოს დოკუმენტური ვიდეო მასალაც წარუდგინეს. სანამ ჩვენ გვახსოვს სამშობლოსათვის თავგანწირულთა საქმენი, ისინი უკვდავნი არიან! ეს არის ჩვენი მადლობა თავისუფლებისათვის!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები