წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი მარინე ფიფია ხელმძღვანელობდა.
„გაიმართა შეხვედრა, გულახდილი საუბარი და შთაბეჭდილებების გაზიარება სკოლის შემოქმედ მოსწავლეთა (იოანე, შოთა ფიფიები; სანათა, ალექსანდრე საჯაიები, გვანცა მებონია, დიანა კონჯარია, ანი და თამუნა კაკაჩიები, ქრისტინე გიგიბერია, მარიამ შენგელაია, გიორგი მესხია) და მასწავლებელთა (მანანა კაკაჩია, ნინო კვიციანი, ვალერი ძაძამია) შორის. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ჩანახატები, მოთხრობები, ესეები, ლექსები, სხარტულები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: მარინე ფიფიას, ნინო მიქავას, ნინო კვიციანს და მონაწილე მოსწავლეებს.
ღონისძიების დასასრულს მარინე ფიფიამ მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა და მორიგი ღონისძიება დაანონსა.
იხილეთ ფოტოები