ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის საჯარო სკოლის VII და X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი".
მოსწავლეებმა 9 აპრილი გაიხსენეს და თარიღისადმი მიძღვნილი მემორიალი შექმნეს.
ყვავილების თაიგულებით და ანთებული სანთლებით მათ პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
ამაღელვებელი და სევდით მოცული იყო ვიდეოკოლაჟი, რომელიც იმ ტკივილიან დღეს ასახავდა.
პედაგოგთა შეფასებით, ღონისძიებამ სევდიანად, მაგრამ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები