ვახანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,9 აპრილი სისხლით დამძიმებული თავისუფლება“ გაიმართა
15-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება - ,,9 აპრილი სისხლით დამძიმებული თავისუფლება“ გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203