ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მათ დამრიგებლებთან
და ქართული ენის მასწავლებელ სალომე ლორთქიფანიძემ დედაენის დღესთან დაკავშირებით ერთად
ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით „ო, ენავ ჩემო“.
სკოლის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე, განვითარების ისტორიასა და იმ ცნობილ და საზოგადო მოღვაწეების დამოკიდებულებაზე. ღონისძიებაზე იყო არაერთი ცნობილი ლექსი დედაენაზე იყო მუსიკალური ნომრები და ცეკვა. აქვე იმას აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახლციხეში მიმდინარე ცეკვის ფესტივალზე ცეკვის მასწავლებელმა ტარიელ წულუკიზემ მოსწავლეებს გადასცა სიგელები.
იხილეთ ფოტოები: