მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიებები მოეწყო.
მე-2 კლასელებმა ზეპირი ჟურნალი „მე და დედაენა“ განახორციელეს, მე-3 კლასელებმა ჩაატარეს კლასის საათი „დედა ენა ჩვენი დედაა“, მე-7 კლასმა წარმოადგინა ინსცენირება „გრამატიკა და მისი შვილები“, დასასრულს ქართული ენის კათედრის მიერ მოეწყო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ვეფხისტყაოსნის აფორიზმები“.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები