კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში „ერთი დღე დედაენის სამყაროში“ გაიმართა
15-04-2019

ქობულეთის კვირიკეს N1 საჯარო სკოლა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. ამჯერად კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით „ერთი დღე დედაენის სამყაროში“ აღინიშნა.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოევბი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203