ხონის მუნიციპალიტეტის მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო II-IV კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ციცინო ჭელიძის ხელმძღვანელობით.
ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართულ ენასთან დაკავშირებით და დაამზადეს კედლის გაზეთი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოთქვეს სიტყვები, ლექსები და წარმოადგინეს სპექტაკლი „ია, ია ბიჭი".
დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული კვირეული საზეიმო განწყობით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები