საქაშეთის საჯარო სკოლამ 14 აპრილს დედა ენის დღე სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში აღნიშნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა ბავშვებთან ერთად სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკვერის ტერიტორია მოხატეს და აქტიურად ჩაერთვნენ ,,ასოთწყობის'' თამაშში.
14 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საქაშეთის საჯარო სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები