ინაშაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
15-04-2019
ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ თბილისში როგორ დაარბიეს და დახოცეს მშვიდობიანი მანიფესტანტები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ითხოვდა! ,,მადლობა თავისუფლებისთვის“- ეს იყო მთელი ღონისძიების ლაიტმოტივი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203