„დედა ენის“ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ
15-04-2019

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „დედა ენის“ ფორმალური საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს დეპუტატების, მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივა. კანონპოროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს თვითნებური ცვლილებებისგან.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ექსპერტთა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203