ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის „ჩვენებურების“ და დედა ენის კვირეულის ფარგლებში, უამრავი აქტივობა განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო VIII(ბ) კლასის (კლასის ხელმძღვანელი: ნატო ჯოხაძე) გასვლითი გაკვეთილი ვანში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი - ქეთევან კუჭავა) სახელწოდებით: „შენ უკვდავების ხარ ბინადარი...“
მოსწავლეებმა უდიდესი პასუხისმგებლობით ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიულ თუ შემოქმედებით დეტალებზე, მაღალმხატვრულად იქნა წაკითხული „ლექსთა მეფის“ ლირიული შედევრები.
გაკვეთილის დასასრულს კლასმა ორი მოსწავლის, გიორგი კუტივაძის და მარიამ გახოკიას ნახატი - გალაკტიონის პორტრეტი გადასცა მუზეუმს საჩუქრად.
აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ მუზეუმის თანამშრომლები თუ სკოლის დირექტორი ფ.ფანჩულიძე, რომელმაც აღნიშნულ გაკვეთილს შედევრი გაკვეთილი უწოდა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას.
იხილეთ ფოტოები