დაშბაშის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღინიშნა
15-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში 12 აპრილს ღონისძიება    „14 აპრილი – ქართული ენის დღე“ გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თემატური ჩანახატები წაიკითხეს. მოეწყო პოეზიის საღამო და მოკლე სცენარები სპექტაკლებად გაითამაშეს.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203