ხაშურის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დედაენა-ენა სულისა და გულისა, დედაბოძი-ჭეშმარიტი განათლებისა“ ჩატარდა
15-04-2019

დავით კაკიაშვილის სახელობის, ხაშურის N2  საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. 

სკოლაში ასევე საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის, მეორე-ბ კლასის დამრიგებლის და მოსწავლეების თაოსნობით ღონისძიება - „დედაენა ენა სულისა და გულისა, დედაბოძი-ჭეშმარიტი განათლებისა...“ ჩატარდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203