2019 წლის 14 აპრილს სსიპ - ქალაქ თელავის №7 საჯარო სკოლამ „ტვინების ბრძოლის“ მონაწილე კახეთის რეგიონის გუნდებს უმასპინძლა. სსიპ - ქალაქ თელავის №7 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეთა გუნდი „შევარდენი“ შემადგენლობით:
1. ნინო ბაქრაძე - კაპიტანი;
2. მირანდა ელიბოშვილი;
3. დეა გიგიშვილი;
4. ალექსი კალმახელიძე;
5. გიორგი ჯეირანაშვილი.
სხვადასხვა მოასპარეზე 15 გუნდს შორის I ადგილის მფლობელი გახდა. სკოლის დირექცია ულოცავს გუნდს გამარჯვებას და მომავალში წარმატებას უსურვებს.