ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ,,სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენას“, წაიკითხეს ლექსები და გამოუშვეს კედლის გაზეთის სპეცნომერი.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები