გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლაში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კონფერენცია თემაზე - „9 აპრილი - ერის ტკივილი“.
მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით მოაწყვეს ფოტო-გალერეა, მოამზადეს პროექტები ვიდეორგოლებით და წარმოგვიდგინეს 21 საუკუნის თვალით დანახული 9 აპრილი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები