დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ო, ენავ, ჩვენო“ ჩატარდა.
ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეკატერინე ბუქურმა. სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დადგეს სცენარი იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქნა“.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს ამ ლამაზი საღამოსთვის მადლობას უხდის.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები