ბათუმის N29 საჯარო 9 აპრილის გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს. სადაც აჩვენეს თემატური ვიდეოები და ლექსები წაიკითხეს.
წელს 1989 წლის 9
აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს,
თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით
მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა,
ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: