თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მონაწილეებმა სოფლის ცენტრში არსებულ 9 აპრილის მემორიალთან თაიგული მიიტანეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შესრულეს.
იხილეთ ფოტოები