ლენტეხის რაიონ ხოფურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ამავე სკოლის პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი ქალბატონი ვენერა ქურასბედიანი უწევდა ორგანიზაციას.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ასევე, ისაუბრეს დედა ენის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: