თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლოლაბის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ
15-04-2019

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობოს წარმომადგენელი ლიკა ტორიკაშვილი, N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად  შეზღუდული შესაძლებლოლაბის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვია.

ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება მოხალისეობის შესახებ. 

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი აღნიშნავს არაფორმალური განათლების საჭიროებას. ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნათელი მაგალითი არის მოხალისეობა, რისი პოპულარიზიციაც ახალგაზრდებში ლიკა ტორიკაშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზემოთ აღნიშნულ დღის ცენტრში სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები გადიან ყოველდღიურ თერაპიას, ხშირად ხელოვნების მეშვეობით. მათ სამწუხაროდ აკლიათ თანატოლებთან კომუნიკაცია

სწორედ ამიტომ N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიკა ტორიკაშვილთან ერთად ცენტრს ესტუმრნენ და ჩაატარეს პატარა მუსიკალური წარმოდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „სამედიცინო კლოუნების“ (Medical Clowns) წარმომადგენლები: ვადიმ ლარჩენკო და მატიუ ადამსი, რომლებმაც მოხალისეებთან ერთად ჩაატარეს „კლოუნადის“თერაპიული წარმოდგენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203