თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგმა არაქართულენოვანი სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გაიმარჯვა
15-04-2019

თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგმა არაქართულენოვანი სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გაიმარჯვა.

"2019 წლის 14 აპრილსსახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ "არაქართულენოვანი სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა  ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა თამარ ტალახაძემ, რომელსაც გადაეცა  დეპარტამენტის დიპლომი და ფულადი ჯილდო.

72-ე საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგ თამარ ტალახაძეს  მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებას", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203