ხაშურის მუნიციპალიტეტის ქემფრის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს და 30 წლის წინანდელი ფაქტები და მოვლენები შეაფასეს.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები