ხულოს მიუნიციპალიტეტის დიოკნისის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ აღნიშნეს.
„30 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, თქვენ ჩვენი დიდი ტკივილი, მაგრამ უფრო დიდი სიამაყე ხართ“ - ამ სიტყვებით გაიხსენეს გარდაცვლილი გმირები. სწორედ 9 აპრილის ტრაგედიის გახსენებას მიეძღვნა თემატური საღამო დიოკნისის საჯარო სკოლაში..
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: