წალკის მუნიციპალიტეტის, ოზნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი გააკეთეს.
მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებით საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები მოიძიეს და გაზეთზე გადაიტანეს, გაზეთი ასევე გააფორმეს თემატური სურათებით.
აქტივობას ქართულის, როგორ მეორე ენის პედაგოგი მირანდა იაკობიძე ხელმძღვანელობდა.