ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია-გაკვეთილზე თავიანთი ცოდნა გამოავლინეს
21-03-2017
ქალაქ ახალციხის N5 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გასვლითი ექსკურსია-გაკვეთილი ჩაატარეს ახალციხის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.

გაკვეთილის თემა იყო ''საქართველოს ისტორია და მესხეთ-ჯავახეთი''.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გამოავლინეს და განიმტკიცეს საგაკვეთილო პროცესში შეძენილი ცოდნა. დიდი ინტერესით დაათვალიერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონანტები და ციხის ტერიტორია.

ქალაქ ახალციხის N5 სკოლა მადლობას უხდის ქალაქ ახალციხის რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა ხმალაძეს, მის მიერ ინიცირებული პროექტისათვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203