თბილისის N90 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე იზეიმეს
15-04-2019

თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულის დღე, 15 აპრილი ტრადიციულად კონცერტით მიულოცეს მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს.

მუსიკის პედაგოგის, მარინე ჩიღუნაძის თაოსნობით კონცერტზე შესრულდა, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე და ხალხური ნაწარმოებები.

კონცერტის ბოლოს სკოლის დირექტორმა თამარ მელიქიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა სიყვარულის დღე და დიდი მადლობა გადაუხადა მარინე ჩიღუნაძეს და კონცერტში მონაწილე მოსწავლეებს საინტერესო და გემოვნებიანი საღამოსთვის.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203