მცხეთის მუნიციპალიტეტის, ვაზიანის საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღოსნისძიება ჩატარდა.
მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავბლებლის, ეკა ბუთხუზის ხელმძღვანელობით, პროექტები - „ჩვენი ენა ქართული“ და „დამწერლობის წარმოშობის თეორიები“ გააკეთეს.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა მზია ბაბლიშვილის და ეკა ბუთხუზის ხელმძღვანელობით „ანბანის ზეიმი“ წარმოადგინეს.
მე-5-მე-6 კლაისის მოსწავლეებმა კი დიანა სააკაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ ჩაატარეს.
მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებს, ქართული ენის მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტიშვილმა, ფილმი -„ექვთიმე ღვთისკაცი“ აჩვენა.
იხილეთ ფოტოები