ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლაში „დედაენის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კლუბ ,,ავდესკოს" მიერ დაგეგმილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ემილი პირველი(1-ლი კლ.); ვიკა ხეცურიანი (მე-7 ბ კლ.); ნინო ჩხიკვაძე, თინათინ მესხი, გიორგი გურგენიძე,ანი გაბიძაშვილი (მე-9 ა კლ.); დავით ხვადაგიანი, კახა გურაბანიძე (მე-9 ბ კლ.); გაგა ტრპაიძე (მე-9 გ კლ.); ნინო ჩარქსელიანი, მონიკა როხვაძე (მე-10 ა კლ.); სალომე ჭელიძე (მე-10 ბ კლ.); რუსუდან ჯანელიძე, მაგდა შენგელია (მე-11 ა კლ.); ელენე ვაშაყმაძე, ლილე მებონია (მე-11 გ კლ.).
მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული ენის დასაბამსა და განვითარების საფეხურებზე, მის ღირებულებაზე, ენის წინაშე ვალდებულებაზე, ფასეულობებსა და საფრთხეებზე. 1-ლი, მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა წაიკიტხეს ლექსები, რომლებიც ჩვენმა გამორჩეულმა პოეტებმა მადლიერების ნიშნად მიუძღვნეს მშობლიურ ენასა და ,,დედაენის" ავტორს იაკობ გოგებაშვილს. გავიხსენეთ 1978 წლის, პატრიოტი ქართველების თავგანწირვა ენის დასაცავად...
მადლობას ვუხდი კონფერენციის მონაწილეებს, ჩემს კოლეგებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: მანანა ჯიშკარიანს, ეკატერინე ჭუმბაძეს, ნინო დევიძეს, რუსუდან ხობუას თანამშრომლობისთვის, დირექციას ბ-ნ ჯეირან კოღუაშვილსა და ქ-ნ ნათელა ხაზარაძეს მხარდაჭერისათვის.