გორის N12 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
15-04-2019

ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოაწყო ქართული ენის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა:

1.არგუმენტირებული ესეს კონკურსი  - „ო,ენავ ჩემო“

2. ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი

3.მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები დედა ენასთან დაკავშირებით

4. ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - VIII(ბ) კლასი (პედაგოგი ციალა გაგლოშვილი)

5. ჩატარდა კონკურსი საუკეთესო მოქართულე, მოსწავლეებმა იმუშავეს ტესტებზე და გამოავლინეს ქართული ენის ცოდნა

6. ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ჩვენი ენა ქართული“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები. ისაუბრეს ქართული დამწერლობის და განვითარების შესახებ.

7. ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, Vl კლასის მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ქართულ ენაში არსებული იდიომების, ბარბარიზმებისა და ჟარგონების შესახებ და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს

8. მოეწყო ასფალტზე ხატვა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ასფალტი მოხატეს ქართული ანბანი.

დასასრულს აღნიშნეს, რომ ქართული ენის მოვლა, პატრონობა და დაცვა ყველა ქართველისთვის სავალდებულოა. აქტივობებში მონაწილეობას იღებდნენ VI-X კლასის მოსწავლეები. ღონისძიების აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203