ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და დედა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე, დამსწრე საზოგადოებას დედა ენაზე დაწერილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა დედა ენის დღის მნიშვნელობა. მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები