ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქისტაურის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეები თელავის ისტორიული მუზეუმის მიწვევით საგანმანათლებლო პროგრამაში - ,,იმოგზაურე წარსულში“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა არქეოლოგიური მასალა დაათვალიერეს, შემდეგ კი იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ასევე ნანახი არქეოლოგიური ექსპონატები გამოძერწეს და შეღებეს.
პროექტი ასოციაციის - „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები