ჭიათურის რაიონ მანდაეთის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ
თემაზე, მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი და ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობა-განვითარებასა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.