უფლისციხის საჯარო სკოლაში სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს
16-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

მე-3 კლასში მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი მარიკა ორთანეზაშვილი)  დადგეს ადაპტირებული სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“, სადაც საქართველოს კუთხეების ტრადიციები და მათი თავისებურებები წარმოადგინეს  კუთხური დიალექტით. სიმღერებიც შერჩეული იყო იმის მიხედვით, თუ რომელ კუთხეში იმოგზაურა რწყილმა. შეასრულეს მეგრული ნანა, სვანური ფერხული, რაჭული ცეკვა ,,ტაში ბიჭო გიორგუნა“ და ა.შ. სცენარში ჩართული იყო იუმორის ელემენტები ქართული კინოფილმებიდანაც, „იმერული ესკიზები“, „რაჭა ჩემი სიყვარული“ და ა.შ.

მე-2  კლასში კი (კლასის ხელმძღვანელი ეკა გოზალოვი) ჩატარდა საახალწლო „ვიქტორინა“, მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა.

ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობებში: მხიარული სასწორი, სწრაფად გამოჭერი თოვლის პაპა, გამოიცანი საგანი, გამოიცანი არეული ასოები, გამოიცანი მელოდია, შეავსე „კროსვორდი“, ჩაწერე წრეში სიტყვები ახალ წელზე. ნომრებს შორის იყო მუსიკალური გაფორმება.

მშობლებისთვის შერჩეული იყო 10 ლოგიკური კითხვა, წაგებულმა გუნდმა შეასრულა მუსიკალური ნომერი და დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე ბავშვებთან ერთად შექმნეს აპლიკაცია საახალწლო თემაზე,  შეასრულეს მუსიკალური ნომერი ბავშვებთან ერთად. გუნდების მუშაობას და სისწრაფეს აკვირდებოდა და აფასებდა ჟიური. 

მოსწავლეები ასევე ეწვივნენ  გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრი „კარლსონი“, მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203