საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მზისგულის საჯარო სკოლაში გაკვეთილი თემაზე „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ გაიმართა.
გაკვეთილი 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას მიეძღვნა.
პედაგოგმა დალი პიტიურიშვილმა გაკვეთილი მეორე კლასში ჩაატარა.
„გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წარმოდგენების შექმნა ჩვენი ქვეყნის გმირული წარსულის შესახებ, რათა ისინი ბავშვობიდანვე აღიზარდნონ სამშობლოს მოყვარულ და მის დამცველი შვილებად“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები