წალკის მუნიციპალიტეტის, ბარეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
კვირეულის პირველ დღეს, 8 აპრილს, I-XII კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთების გამოფენა მოაწყეს; 10 აპრილს კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
11 აპრილს ვიქტორინა - ,,ვინ უკეთ იცის ქართული ენა“ და კონკურსი ,,არა ბარბარიზმებს“ ჩატარდა.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იყო - ,,პოეზიის საღამო'' (12 აპრილი), რომელსაც სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო წიფიანი ხელმძღვანელობდა.
„კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები. განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ქართული ენის სწავლების პოპულარიზაციას, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებასთან, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, გამართული მეტყველების არსის გაცნობიერებასა და მშობლიური ენის მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები