ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, აფენის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს „ბუნებაში“ ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის თემა იყო - „საკვების შენახვა“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროდუქტის სწორად შენახვისა და მომზადების წესები შეისწავლეს, ასევე გაიგეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისწავლეს ეტიკეტის წაკითხვის წესი და შეასრულეს ცოდნის გასაღრმაბელი პრაქტიკული სამუშაოები. პრაქტიკულ სამუშაოებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები